სამედიცინო დელიქტი და არასწორად ნაწარმოები დოკუმენტაცია — პაციენტის უფლებების უხილავი რისკი
- ნიკა ზოიძე
- May 1
- 1 min read
Updated: May 3
სამედიცინო სფეროში შეცდომა ყოველთვის მხოლოდ კლინიკურ ჩარევას არ უკავშირდება. ხშირ შემთხვევაში, პაციენტისთვის ზიანის მომტანი ხდება სწორედ არასწორად ან არასრულად ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაცია.
არაზუსტი ან დაგვიანებული ჩანაწერები, დიაგნოზის არასათანადო ფიქსაცია, ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტის ხარვეზები — ეს ყველაფერი ქმნის სამართლებრივ რისკებს როგორც პაციენტისთვის, ისე სამედიცინო დაწესებულებისთვის.
📌 რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს:
• პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის არასწორი მართვა
• მკურნალობის პროცესში შეცდომების გამრავლება
• დავის შემთხვევაში მტკიცებულებების დეფიციტი
• დაწესებულების პასუხისმგებლობის ზრდა
• ფინანსური დანაკარგები, სახელმწიფოს/სადაზღვევო კომპანიების მხრიდან თანხის ანაზღაურებაზე უარი
საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს სამედიცინო დაწესებულებებს აწარმოონ სრულყოფილი, ზუსტი და დროული დოკუმენტაცია. ეს არ არის მხოლოდ ფორმალობა — ეს არის პაციენტის უსაფრთხოების და უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
სამედიცინო დელიქტის შეფასებისას, დოკუმენტაცია ხშირად ხდება გადამწყვეტი მტკიცებულება: სწორად წარმოებული ჩანაწერი იცავს ექიმსაც და პაციენტსაც, ხოლო მისი არარსებობა ან ხარვეზი — აძლიერებს დავის რისკს.
➡️ ასეთი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონლებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით.
ზიანის დადგომის შემთხვევაში კი აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან.




Comments